ქუთაისში "ყინულის მოედანი" იანვრის ბოლოს გაიხსნება
ქუთაისში "ყინულის მოედანი" ფუნქციონირებას იანვრის ბოლოს დაიწყებს. ტენდერში გამარჯვებული შპს "ტრეიმაქს ჯორჯიას" წარმომადგენელი კონსტანტინე ვერულაშვილი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-დამონტაჟებას სამუშაოები მიმდინარეობს. დანადგარი საფრანგეთში შეიძინეს.
"მიმდინარეობს სამუშაოები. დანადგარი შევიძინეთ საფრანგეთში და ველოდებით. პარალელურად, სხვა ხარვეზები რაც იყო მოედანზე, მიმდინარეობს მათი გამოსწორება. ხელშეკრულების თანახმად, მოედანი იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გაიხსნება და სრულად გააგრძელებს ფუნქციონირებას", -განაცხადა კონსტანტინე ვერულაშვილმა.
"ყინულის მოედანი" დაახლოებით წელიწადია არ ფუნქციონირებს, რის გამოც მოსწავლეების მშოებლები უკმაყოფიელბას გამოთქვამენ. მერიამ ნოემბერში 218 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში 164 999 ლარით შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი