|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყველა ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს საატესტაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს

ქუთაისში ყველა ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს საატესტაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ბოლო გამოცდები ბოლოს 7 წლის წინ ჩატარდა.

საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნებამ იმ ხელმძღვანელების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც არჩევნებზე მმართველ გუნდს გვერდით არ დაუდგა. მათივე თქმით, მერია ცდილობს ძველი ხელმძღვანელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით შეცვალოს. 

"რეორგანიზაცია ქალაქის მერმა გამოაცხადა ყველა ბაღზე. ამ თემას საფუძვლად უდევს 2021 წლის არჩევნები, როცა ბაღის თანამშრომლების უმრავლესობა ხახალეიშვილს დასაქმებული ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამის მიუხედავად, მან უარყოფითი შედეგი მიიღო. ახლა ის ცდილობს დასაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს შესაბამისად, შეეცდება ამ ადამიანების ჩანაცვლებას საკუთარი პარტიული კადრებით", - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კილაძე.

 ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ გამოცდები ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც 7 წელიწადში ერთხელ ტარდება.

თავად ბაღის ხელმძღვანელები საჯარო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი გათავისუფლების მოლოდინში არიან.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა