|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყველა უბანი შეფერხების გარეშე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველიც მივიდა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისის #59-ე ოლქში არსებული ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, ყველა უბანი დროულად გაიხსნა, არ ყოფილა შეფერხება და პირველი ამომრჩეველიც მივიდა. საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 72 უბანია გახსნილი, აქედან ერთი #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რეგისტრირებულია 152 506 ამომრჩეველი. 71 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მისაცემად რეგისტრირებულია 95 910 ადამიანი. წელს პირველად მისცემს ხმას 135 922 ამომრჩეველი.

ავტორი: