ქუთაისში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა
სოლიდარობის აქცია ქუთაისში. თბილისში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.
"არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ამ დევიზით მესხიშვილის თეატრის წინ მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისიფლებას აკისრებენ.
აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა