ქუთაისში ძლიერი ქარის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე ხე წაიქცა
ქუთაისში ძლიერი ქარის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ეზოს ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















