|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული უბნები ინტენსიურად იწმინდება

ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული უბნები ინტენსიურად იწმინდება, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალაქის მერი იმ ლოკაციებზე იმყოფებოდა, სადაც ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის დაზიანებები გამოიწვია. 

გაწმენდითი სამუშაოები ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები ოპერატიულად გადიან დაზიანებულ უბნებზე და წაქცეული ხეებისგან ათავისუფლებენ.

ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ცენტრალურ საავადმყოფოში ის მოქალაქე მოინახულა, რომელმაც ძლიერი ქარის გამო დაზიანება მიიღო.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება აქვს. მას კლინიკაში ყველა საჭირო კვლევა და პირველადი დახმარება უტარდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა