ქუთაისში, ძლიერი წვიმის გამო, ფეხბურთის გულშემატკივრები სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან
ქუთაისში ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადებიან. ტრადიციულად, მატჩის პირდაპირი ტრანსლირება დიდ ეკრანზე მოხდება.
ძლიერი წვიმის გამო შეიცვალა ადგილმდებარეობა და ქომაგები ამჯერად სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს მივიდნენ და შეუერთდნენ საერთო ზეიმს.
მატჩის ტრანსლირებამდე გულშემატკივრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა