ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
მოსახლეობის თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა და ავეჯი, ისინი დახმარებას ითხოვენ.
მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც გამოიწვია პრობლემები, დაიტბორა ტერიტორიები და მომიჯნავე სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით დაიწყო შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა