ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა ქუთაისში გარკვეული პრობლემები შექმნა.
ქალაქის მასშტაბით, სტიქიამ სხვადასხვა ქუჩაზე ასწლოვანი ხეები მოგლიჯა.
მოგლეჯილი ხე შუა ხნის მამაკაცს ფეხზე დაეცა, რომელიც ამ დროისათვის სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟს საავადმყოფოში გადაყავს. შემთხვევა პირველ სკოლასთან მოხდა.
სასტუმრო "თბილისთან" ხე ავტომანქანას დაეცა, ავტომანქანაში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
ქარის შედეგად ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და შენობების სახურავები.

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:08
11:18
















