|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭყონდიდელისა და არსენ იყალთოელის ძეგლებს დადგამენ

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭყონდიდელის და არსენ იყალთოელის ძეგლების შექმნა და განთავსება იგეგმება, - აღნიშნულისათვის დაფინანსება ქუთაისის ბიუჯეტში გაითვალისწინეს. 
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 16 მილიონ ლარზე მეტით გაზრდის შესახებ 
გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის საკრებულოს, რიგით მე-6 სხდომაზე მიიღეს.
 
ამ თანხით ასევე დაფინანსდება ქალაქში გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია.
საკრებულოს სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ქუთაისის №1 საჯარო სკოლისათვის კლასიკური გიმნაზიის სახელის დაბრუნებისა და ქუთაისის №6 საჯარო სკოლისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების შესახებ.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები.
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა