ქუთაისში ქარმა ორი ბანერი ჩამოაგდო
ქუთაისში ქარმა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადზე გამოკრული ორი საინფორმაციო ბანერი ჩამოაგდო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებურა.
ქარმა პრობლემები სხვა მხრივაც შექმნა - თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გზის შეკეთება მიმდინარეობს, ჰაერში მტვრის მასა ტრიალებს, რაც ქვეითად მოსიარულეთათვის გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი კვლავ გაგრძელდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
14:20
















