|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქველმოქმედებისთვის ნაზარიშვილის კლინიკა სიგელით დაჯილდოვდა

იმერეთის გუბერნიისა და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქველმოქმედებისათვის ნაზარიშვილის კლინიკა სიგელით დაჯილდოვდა. დღეს შეხვედრა იმერეთის გუბერნიაში გაიმართა, სადაც კლინიკის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს.

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ნაზარიშვილის კლინიკა იმერეთის მუნიციპალიტეტში უანგარო ქველმოქმედებას ეწევა, გუბერნიასთან ერთად დადის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის კონფლიქტურ ზონებში და მოსახლოებას უფასო დახმარებას უწევს.

კლინიკა თანამშრომლობს ქუთაისის მერიასთანაც, აქციის ფარგლებში ყოველ თვეში სოციალურად დაუცველებს სამედიცონო გამოკვლები უტარებათ, რისთვისაც შოთა მურღულიამ კლინიკას მადლობა გადაუხადა.

ქველმოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა თავად ხელმძღვანელმა მერაბ კვიცარიძემ, რომლის განცხადებითაც, სიკეთე არა უხვად გაცემას, არამედ დროულად გაცემას ნიშნავს.

"დიდი პატივია იმერეთის გუბერნიაში ყოფნა, სადაც ჩვენ წარვადგინეთ ანაგარიში იმ ქველმოქმედებისა, რასაც ეწევა კლინიკა ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საბერძნეთში ჩვენმა ექიმებმა 780 პაციენტი მიიღეს 2 000–მდე ვიზიტით. ასევე რანჟირების მიხედვით,  ჩვენი კლინიკა 50 კლინიკას შორის პირველ ადგილზე გავიდა. ნაზარიშვილის კლინიკა იმაზე მეტ ქვემოქმედებას ეწევა, ვიდრე ყველა კლინიკა ერთად. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ქველმოქმედის სახელთანაა დაკავშირებული. სიკეთე უხვად გაცემას არა, დროულად გაცემას ნიშნავს",– განაცხადა მერაბ კვიცარიძემ, რომელმაც თავის მხრივ, წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. მისივე განცხადებით, საქველმოქმედო საქმიანობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გაგრძელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი