ქვემო ქართლში, გარდაბნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო!
ღონისძიება საზეიმოდ ფოლკლორული ანსამბლ „ბეთანიას“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერით გაიხსნა.
ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის მიმდებარედ შეკრებილ საზოგადოებას, ბავშვებს სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა-დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე-მიხეილ გედეხაურმა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
,,დღეს ჩვენ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი.
მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ჯანმრთელობის, ბედნიერების, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2023 წელი თითოეული ჩვენგანისთვის.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება 2 იანვარს გაიმართება, სადაც ველოდებით ყველას რათა ერთად ავღნიშნოთ ახალი 2023 წელი"
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-დავით კარგარეთელი.
ღონისძიებაზე ბავშვებისთვის მოეწყო “უჯმა და ბავშვების” გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირებისა და თოვლის ბაბუას მონაწილეობით. საღამო კი მუსიკალურად გააფორმეს ადგილობრივმა ანსამბლებმა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა