„ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები" - ნიკა მელია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებია.
მისი თქმით, მზადაა ამ საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს რეჟიმის წარმომადგენლებთან.
„ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ ჩვენ ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ჩვენი ფასილიტატორების თანდასწრებით, რათა განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი"-განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა