|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყანაში სოციალურ შემწეობას 451 538 ადამიანი იღებს

ქვეყანაში სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტირებულია  972, 623 ადამიანი, რაც მოსახლეობის 26,1%-ს შეადგენს.  ოჯახების მიხედვით მონაცემთა ბაზაშია 326, 101 ოჯახი, რაც საერთო რაოდენობის  30 %-ია.

შემწეობის მთხოვნელთა რიგებში მყოფი ადამიანებიდან საარსებო შემწეობას ყველა ვერ იღებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საარსებო შემწეობს 451 538 ადამიანი  იღებს, რაც შემწეობის მთხოვნელთა 40-46%-ს წარმოადგენს, ხოლო მოსახლეობის საერთო რაოდენობის  12,1%-ს შეადგენს. (საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 3 713 700 ადამიანია)

 რეგიონების მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა მაღალი მაჩვენებელია  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 39, 7%,  მცხეთა-მთიანეთი - 17%, გურია - 16%, კახეთი - 16%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 15-4%. იმერეთი - 12,1%,  შიდა ქართლი, 17,7%, აჭარა 11,4%. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  10% -ქვემო ქართლშია.

 იმერეთში მუნიციპალიტეტების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე მაღალი პროცენტული რაოდენობა ხარაგაულშია - 31,5%, მას მოსდევს ჭიათურა - 26, 8%, ხონი - 24, 4%,  ვანი - 18,7%, ხოლო საჩხერეში - 14, 4 % იღებს სოციალურ შემწეობას. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სამტრედიაში - 9,1 %, წყალტუბო - 11,2%  ტყიბული - 12% ბაღდათი - 12, 2 %. 

ქუთაისში მოსახლეობის 5,1 % იღებს სოციალურ შემწეობას,  5,2%  - თერჯოლაში, რითაც მას ქუთაისის შემდეგ იმერეთში შემწეობის მიმღებ მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი  დაბალი მაჩვენებელი აქვს. 

დიდ ქალაქებს შორის -თბილისში მოსახლეობის 8,8 % არის შემწეობის მიმღები, ბათუმი - 6,4%,  რუსთავი -6,7%  გორი, 7,3%.

ციფრების მიხედვით, ქუთაისში სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრიტებულია 7 600 ოჯახი, 20 717 ადამიანი. აქედან საარსებო შემწეობას იღებს 7 670 ადამიანი, 2 712 ოჯახი, ანუ, რეგისტრირებულების 35-37 %.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 735 600 პენსიონერია, აქედან იმერეთში 123 796, ხოლო ქუთაისში 33 132  პენსიონერი.  დევნილის სტატუსის მქონე პენსიის მიმღებთა რაოდენობა იმერეთში -3, 042 - ქუთაისში - 1 316. 

ავტორი: ნიუპრესი