"9 აპრილის სულისკვეთებამ საბჭოთა კავშირი დაანგრია"
9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს ქუთაისში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ღამის პირველს საათზე შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, 9 აპრილის მშვიდობისა და თავისუფლების სულისკვეთებამ საბჭოთა კავშირი დაანგრია. ამ დღეს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს დღე არასოდეს უნდა იყოს დავიწყებული.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სანთლები აანთეს და ფრანები გაუშვეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
14:20
















