წელს ქვეყნის მასშტაბით სწავლა 55 717 პირველკლასელმა დაიწყო
დღეიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქვეყნის მასშტაბით 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, საერთო ჯამში კი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.
სკოლებში სწავლის დაწყების პირველ წინ საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და დროშა აღიმართა.
რაც შეეხება სიახლეებს, ამ წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება, ასევე, მოსწავლეებს ჭადრაკი პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატებათ.
გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება.
ასევე იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი