|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ბედი ელის მდინარე ოღასკურას?

მდინარე ოღასკურა, რომელიც ქუთაისში ჩაედინება, არაერთი პრობლემის მიზეზი ხდება. დაბინძურებული მდინარე  კალაპოტიდან გადმოდის და ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს. მდინარე კალაპოტიდან რამდენიმე დღის წინაც გადმოვიდა. მისი კალაპოტის გასუფთავების საკითხი არაერთხელ წამოჭრა საკრეულოს წევრმა,  „გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ.  შედეგად  ქუთაისს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს, სანაპირო ზონის, მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგის განყოფილების უფროსი თემურ მეტრეველი და უფროსი სპეციალისტი კახაბერ სარაჯიშვილი ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი მდინარე ოღასყურას სანაპიროს ავარიული უბნების შეფასება და შესაბამისი დასკვნის მომზადება იყო, რომლის საფუძველზეც უნდა შექმნილიყო აღნიშნული მდინარის რეაბილიტაციის პროექტი და შედეგები ორ კვირაში გამხდარიყო ცნობილი.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, რა ბედი ელის ოღასკურას და დაიწყება თუ არა მისი ნაპირსამაგრი სამუშაოები. დეპუტატ ნატო ქტააძის განცხადებით, რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასკვნით, მდინარის კალატოპი რეაბილიტაციას დაუყოვნებლივ საჭიროებს და ის ასახული უნდა იყო 2016 წლის ბიუჯეტში,  თუმცა ადგილობრივ თუ ცენტრალურ ბიუჯეტში, უცნობია.

"მე, დღიდან საკრებულოში მისვლისა, ვითხოვ, ყურადღება მიექცეს ამ საკითხს, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილია. სამინისტროს დასკვნით, მდინარე საჭიორებს გაწმენდას და ნაპირების გამაგრებას, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასდება, თუ ცენტრალურიდან,  არ ვიცი. ქუთაისის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ  ეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს პრეროგატივაა, თუმცა მე არ ვეთენხმები, როდესაც მდინარე შენს მოსახელობას და შენს ქალაქს აზარალებს, დიახაც, რომ შენი საქმეა"–განაცხადა ქათამაძემ.

მოხვდა თუ არა ქუთაისის  2016 წლის ბიუჯეტში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშოები, ამის დადგენას ადგილობრივ ხელისუფლებაში შევეცადეთ. ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ ეს  საკითხი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს პრეროგატივაა. მერიის პრესსამსახურის  განმარტებით,  იმ შემთხვევაში, თუ მოხდება აღნიშნული  უფლების დელეგირება, პრობლების მოგვარებას ადგილობრივი თვითმმართველობა შეეცდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა