|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ეღირება გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება?

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე 

მისი თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება.

„18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისთვის, მნიშვნელოვანია, მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები.

ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე, ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომელთაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე. შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: ნიუპრესი