|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რა იცვლება ნარკოპოლიტიკაში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით?"

ნარკოპოლიტიკის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების "თეთრი ხმაურის მოძრაობისა" და "რუბიკონის" წარმომადგენლებმა ქუთაისში საჯარო დისკუსია გამართეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს 2015 წლის 24 ოქტომბერს #592-ე საკონსტიტუციო სარჩელზე -ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლომ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.  სასამართლომ  არაკონსტიტუციურად ცნო ის გარემოება, რომ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა- შენახვისათვის პირი ისჯება თავისუფლების აღკვეთით. 

როგორი უნდა იყოს  ამ გადაწყვეტილებაზე პარლამენტის ადეკვატური პასუხი და რა მიმართულებით უნდა განაგრძონ მუშაობა არასამთავრობოებმა, რომ ცვლილებებმა უფრო კომპლექსური ხასიათი მიიღოს?-ამ საკითხებზე დისკუსიის მონაწილეებმა ტავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

"პრობლემაა ის მიდგომა, რაც სახელმწიფოს აქვს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია, ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის პროგრამებით უზრუნველყოფა და არა დასჯა, რეპრესიები და მაღალი ჯარიმები, რაც შედეგის მომტანი არაა",-განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ, ორგანიზაცია "რუბიკონის"გამგეობის თავმჯდომარემ.

მოძრაობა ამ ეტაპზე, ამზადებს ახალ საკონსტიტუციო სარჩელებს. მათი ამოცანაა კამპანიის ფარგლებში მიღწეული შედეგით ისარგებლოს ყველა ადამიანმა, მათ შორის მათ, ვინც ჯერ კიდევ იხდის სასჯელს მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის.

"საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ცოტა ბუნდოვანია. ჩვენთვის გამოწვევაა ის, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მარიხუანას. თუმცა, ჩვენი აზრით, სხვა ნარკოტიკების შენახვისთვისაც არ არის ციხე დასაშვები", -აღნიშნა  ბექა წიქარიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა.

თემაზე შეხვედრა და დისკუსია გორისადა ქუთაისის შემდეგ ბათუმშიც გაიმართება.

 
 
 

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა