|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა იგეგმება 2021 წელს ქუთაისში? - იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს წინაშე მერის რანგში წარსდგა

ქუთაისის არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომას მერის რანგში პირველად დაესწრო. მან ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ბევრი გეგმა, ჩანაფიქრი, სურვილი, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები - ევროპული სტანდარტების საცურაო აუზი, საფეხბურთო აკადემია, ცენტრალური მაგისტრალების რეაბილიტაცია, მომავალ წელს იგეგმება სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, ნახევარი მილიონით იზრდება სოციალური ბიუჯეტი, ასევე შეძენილი იქნება ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი.

2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს და ეს იქნება საერთაშორისო დონის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმისა, რის გაკეთებას ვგეგმავთ. თუმცა, ყოველი დღე, რა თქმა უნდა, ქალაქზე და ქუთაისელებზე ზრუნვის და მათთვის მუშაობის დღე იქნება,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი