რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?
_ ნატოს წევრი ქვეყნების, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, მიზანია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის ხორცშესხმა. ამ იდეის განხორცილებისთვის კი, აუცილებელია, რომ ყველა ევროპული ქვეყანა იყოს სტაბილური და მშვიდობიანი. შესაბამისად, ნატო დაინტერესებულია განვითარებული და დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბებით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.
_ ნატო დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რომლის წევრ სახელმწიფოებს შორისაც არის საქართველო.
_ ნატოსთვის მნიშვნელოვანია საქართველო მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან და ხელსაყრელი სატრანზიტო პოტენციალიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალიანსის ინტერესებში შედის რეგიონში საქართველოს სახით ძლიერი და სანდო მეგობარი ქვეყნის არსებობა.
_ თავის მხრივ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობიანი განვითარების შანსს.
სტატიები მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი mod.gov.ge
ავტორი: