|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა იწვევს ბრტყელტერფიანობას ბავშვებში?

 ბრტყელტერფიანობის გამოვლენა ბავშვებში მცირე ასაკიდან იწყება, თუმცა 4 წლამდე ბავშვის ზრდის პროცესი ისე ვითარდება, რომ ის რაც მანამდე ბრტყელტერფიანობის ნიშნებად ითვლებოდა, 4 წლის ასაკში შესაძლოა, სრულიად გაქრეს. ზრდასა და წონის მატებასთან ერთად დაავადება უფრო მწვავდება, რაც ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა: 

  • ხერხემლის გამრუდება;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და ამოვარდნილობა;
  • ტერფის სხვა დაავადებები;
  • წელისა და ზურგის ტკივილი.

ბავშვებში ბრტყელტერფიანობა შესამჩნევია და მშობელს შვილის ეს პრობლემა არ უნდა გამორჩეს. ამ დროს ბავშვები:

  • სპეციფიკურად დადიან; 
  • მალე იღლებიან; 
  • უჭირთ გარკვეული თამაშების შესრულება; 

იდეალური ასაკი, როდესაც ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა ყალიბდება არის 4-დან 8 წლამდე. ამ პერიოდში ბავშვის ბრტყელტერფიანობის დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის დაწყებას, საბოლოოდ, ეფექტურ შედეგამდე მივყავართ. ამისთვის საჭიროა სპეციფიკური ვარჯიშები, ცურვა და სუპინატორის ტარება. ეს პროდუქტი ტერფს ფეხსაცმლის ზეწოლისგან იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს მას. სუპინატორების ფართო არჩევანია სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვაში“. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - ბაუერფეინდის/Bauerfeind, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიულ სუპინატორებს.  მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა