რა იწვევს ვარიკოზს და როგორ მკურნალობენ?
ვარიკოზის დროს კანქვეშა ვენების სანათურები თანდათანობითი გაგანიერდება და ვენების კედლები თხელება. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრდებით კი ქალებში. მისი წარმოშობა სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტად კი ამ დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არიან:
- ადამიანები, რომლებსაც ხანგრძლივად ფეხზე დგომა და ნაკლები სიარული უწევთ;
- ისინი, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ;
- ვისაც გენეტიკური მიდრეკილება აქვს;
- ორსულები.
ამ დაავადების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს infomedical.ge. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს - ეს პირდაპირაა დამოკიდებული დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებაზე. ზედაპირული ვენების ვარიკოზი კიდურებზე მარტივად შესამჩნევია, თუმცა დაავადების ხარისხის დადგენის, მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევისა და ოპერაციის საჭიროების განსაზღვრისთვის, გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდებულია კომპრესიული წინდების გამოყენება, რომელიც მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდადაა მიჩნეული. ეს პროდუქტი წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ქვედა კიდურებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში კომფორტის შეგრძნებას უზრუნველყოფს. ვარიკოზის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია "ახალი ხედვა" სთავაზობს, რომელიც შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპრესიული წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც საპროფილაქტიკოდ, ასევე ვენების მწვავედ გამოხატული დაზიანების დროს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის დროს მიმართოთ ექიმს, გაიაროთ კონსულტაცია და დროულად დაიწყოთ მკურნალობა, რომელსაც ექიმი ინდივიდუალურად შეგირჩევთ.
ავტორი: ნიუპრესი