რა მნიშვნელობა აქვს ფულად გზავნილებს ქვეყნის ეკონომიკისთვის
ფულად გზავნილებს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, სადაც ბევრი მოქალაქე უცხოეთში მუშაობს და ოჯახებს ფინანსურად ეხმარება.
ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზებით:
- ეკონომიკური სტაბილურობა და ზრდა: ფულადი გზავნილები ზრდის მოსახლეობის შემოსავალს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის შიდა ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდას.
- სოციალური კეთილდღეობა: ფულადი გზავნილები ოჯახებისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია. ეს თანხები ხშირად გამოიყენება ისეთი საბაზისო საჭიროებებისთვის, როგორებიცაა: საკვები, საცხოვრებელი, განათლება და სხვა.
- საგარეო ვალის შემცირება: ფულადი გზავნილები ამცირებს ქვეყანაში უცხოურ სავალუტო ვალებს და ზრდის ვალუტის რეზერვებს, რაც ქვეყანას ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში ეხმარება.
- ფასების სტაბილურობა და სავალუტო კურსის მენეჯმენტი: იქიდან გამომდინარე, რომ ფულადი გზავნილები ადგილობრივი ვალუტის მოთხოვნას ზრდის, ხელს უწყობს მისი კურსის სტაბილურობასაც. უცხოური ვალუტის შემოდინება დადებით გავლენას ახდენს სავალუტო ბალანსსა და ინფლაციის კონტროლზე.
MBC არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ფულადი გზავნილების სერვისით ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
MBC-ის ფულადი გზავნილები
MBC გეხმარება ფულადი გზავნილების მიღებასა და გაგზავნაში, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამ ორგანიზაციის მომსახურება ყველაზე სწრაფი და კომფორტულია.
- მიიღებ ან გადარიცხავ თანხას მომენტალურად;
- არ მოგიწევს დამღლელ რიგებში დგომა და ლოდინი;
- მომსახურების მიღებას შეძლებ ანგარიშის გაუხსნელად.
ფულადი გადარიცხვების განხორციელება ემბისიში შესაძლებელია შენთვის სასურველ ვალუტებში: ლარში, დოლარში და ევროში თანხის გაგზავნას კი შეძლებ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
თუ თანხის გაგზავნას აპირებ, ამ შემთხვევაში, გადარიცხვისას გაგზავნის საკომისიოს გადახდა მოგიწევს, ხოლო განაღდება - სრულიად უფასოა. ტარიფი განისაზღვრება გზავნილის სისტემის, მიმართულების, გასაგზავნი თანხის ოდენობის და ვალუტის მიხედვით.
იმისთვის, რომ ემბისის ფულადი გზავნილების სისტემების მომსახურებით ისარგებლო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენა დაგჭირდება:
- საიდენტიფიკაციო დოკუმენტი
- გზავნილის კოდი
მოძებნე შენს საცხოვრებელ მისამართთან ყველაზე ახლოს მდებარე MBC-ის ფილიალი.
ავტორი: