რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე?
სამგზის მოწვევის პარლამენტარი დავით საგანელიძე პროფესიით ექიმია- ქირურგი. მოგვიანებით მას მიღებული აქვს ასევე ეკონომისტის და იურისტის კვალიფიკაციაც. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, დეპუტატის და უკვე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ქონება ამგვარად გამოიყურება.
დავით საგანელიძის მფლობელობაშია 2 ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე(200.00 კვ.მ და - 300.00 კვ.მ), ასევე ბინა ბათუმში - "მაგნოლია", ფართობი - 65.00 კვ.მ, აგარაკი მცხეთაში, სოფ. არმაზში, ფართობი - 300.00 კვ.მ
დავით საგანელიძის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი რაჭაში- ონი, წმენდაური, ფართობი - 160.00 კვ.მ. ასევე მიწის ნაკვეთი ონში, სოფ. წმენდაური, ფართობი - 8000.00 კვ.მ .
საგანელიძის დედის, ლილი ბოჭორიშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ატენის ქუჩაზე, ფართობი - 180.00 კვ.მ. ლილი ბოჭორიშვილი და საგანელიძის მეუღლე, სოფიო ფარცხალაძე ფლობენ თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის 25-25 %-იან წილს. მის განკაგულებაშია 2 მსუბუქი ავტომანქანა - " ლინკოლნ-ნავიგატორი" და "ნისანი".
სხვადასხვა დროს შევსებული დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინები საგანელიძეს შეძენილი აქვს, 2008-2012 წლების შუალედში.
დავით საგანელიძეს ჰვავს მეუღლე სოფიო ფარცხალაძე და სამი მცირეწლოვანი შვილი - 2 ვაჟი და გოგონა.
ავტორი: ნიუპრესი





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















