რა ქონებას ფლობს გოგი თოფაძე ?
"ნიუპრესი" აგრძელებს თანამდებობის მქონე პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.
თოფაძე 1940 წელს თბილისში დაიბადა, ჰყავს მეუღლე მარინა თოფაძე. გოგი თოფაძისა და მისი მეუღლის სახელზე რამდენიმე საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული თბილისსა და წყნეთში.
მარინა თოფაძის სახელზეა რეგისტრირებული 672.00 კვ.მ ფართობი თბილისში, დაბა წყნეთი, ორჯონიკიძის ქუჩა. ასევე ორი საცხოვრებელი ფართი თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზ. #80-ა/74, 712.85 კვ.მ და წყნეთში, რუსთაველის ქ. #11, 571.70 კვ.მ ფართობი.
დეპუტატს ჰყავს ერთი მსუბუქი ავტომობილი MERCEDES_BENZ E350, გამოშვების წელი 2010 BHB080. გოგი თოფაძის შემოსავალი შეადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის მიღებულ ანაზღაურებას - 63 435.90 ლარს.
თანამდებობის პირის დეკლარაცია შევსებულია 2016 წლის 5 იანვარს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი