რა ქონებას ფლობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე?
„ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას.
ამ ჯერზე გთავაზობთ საქართველოს მეცხრე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატების დეკლარაციას. კონკრეტულად კი, ქუთაისის #48-ე ოლქის დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ქონებრივ მდგომარეობას.
დიმიტრი მხეიძე დაიბადა ქუთაისში, 1964 წელს. მის სახელზე არის რეგისტრირებული ორი ბინა გამსახურდიას ქუჩაზე, 96.70 კვ.მ და 92.46 კვ.მ. ფართობის, მიწის სამი ნაკვეთი სოფელ ბანოჯაში. მეუღლის სახელზე რეგიტრირებულია ბინა რუსთაველის გამზირზე - 83.20 კვ.მ ფართობი.
მხეიძეს ფლობს ავტომობილს TOYOTA SEQUOIA. ოჯახს არ აქვს ფასიანი ქაღალდები. ოჯახის წევრების სახელზე ირიცხება გარკვეული თანხა სხვადასხვა ბანკებში.
დიმიტრი მხეიძე არის შ.პ.ს. დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის "გიდი" და შპს ,,პროპანის’’ დირექტორი, ასევე შპს „Absolute Cleaning Services“-ის დირექტორი. გასულ წელს კლინიკაში ხელფასის სახით 106181.75 ლარი აიღო. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის ანაზღაურებას, მისი ოდენობა დეკლარაციაში მითითბული არ არის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი