რა ქონებას ფლობს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი?
ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას.
ამ ჯერზე გთავაზობთ საქართველოს მეცხრე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატების დეკლარაციას. კონკრეტულად კი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტნე ზურაბიანის ქონებრივ მდგომარეობას.
ცოტნე ზურაბიანი დაიბადა წყალტუბოში 1984 წელს.მის სახელზეა რეგისტრირებული 127.00 კვ. მ. ფართობი საცხოვრებელი ბინა თბილისში. დედის ამალია ბაბლუანის სახელზეა რეგისტრირებული 415.00 კვ.მ და 67.00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართები წყალტუბოში. სხვადასხვა ფართობის 7 მიწის ნაკვეთი ლენტეხსა და წყალტუბოში, ასევე ორი საცხოვრებელი სახლი ლენტეხში, ერთიც თბილისში 125.00 კვ.მ. ფართობით.
ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არც ავტომობილს.
ამალია ბაბლუანის სახელზე ბანკში ირიცხება 5 100 ლარი. ის არის შპს „მეგობრობა 96“-ის დირექტორი. გასულ წელს პედაგოგობისთვის მიღებული აქვს 5000.0 ლარი.
ცოტნე ზურაბიანმა კი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თვითმმართველობის სამსახურის უფროსად ყოფნისას მიიღო 15000.00 ლარი. რაც შეეხება დეპუტატის ხელფასს, დეკლარაციის მონაცემებით, მის სახელზე გაცემული ხელფასი არ ფიქსირდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი