|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში 26 მაისს? - განრიგი

26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
 „ნიუპრესი“ გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს.
13:00–18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
13:00–18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
13:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
13:00-19:00 კვების სივრცე;
14:00–18:00 ღია კინო-თეატრი;
13:00-17:00 საბავშვო სივრცე, სახალისო თამაშები;
14:00-16:30 სპორტული შეჯიბრებები: ჭადრაკი, მშვილდის სროლა, ველოსიპედი. გამარჯვებულების დაჯილდოება;
13:00-15:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ი.კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით;
19:00-21:00 ჯგუფი “ურსა“, კახაბერი და ხანუმები.

ავტორი: ნიუპრესი