რა შედეგები შეიძლება მოყვეს ქართული ოცბნების დაბიჯს დატოვოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ? - ამ საკთხზე პოსტს სოციალურ ქსელში ანა ფირცხალაიშვილი წერს.
„მმართველმა პარტიამ განაცხადა რომ წყვეტს მუშაობას ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეასთან. ამ ნაბიჯს სავარაუდოდ წევრობის შეწყვეტაც მოჰყვება.
საქართველო ევროსაბჭოში 1999 წელს გაწევრიანდა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დღეის მდგომარეობით 46 წევრი სახელმწიფოა. ორგანიზაციის ისტორიას 2 სახელმწიფო ახსოვს, რომელიც გავიდა/გარიცხეს წევრობიდან.
რუსეთი- 2022 წლის 16 მარტს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.
ბელორუსია, რომელსაც ჰქონდა სტუმრის სტატუსი და 2023 წელს გაუუქმდა (მას შემდეგ, რაც ბელორუსმა უკრაინის ომში რუსეთს მხარი დაუჭირა).
ევროსაბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.
ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან:
- ევროპის საბჭოს ყოველი წევრი ქვეყანა ავტომატურად არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, რომლის დაცვის მექანიზმიც არის სტრასბურგის სასამართლო.
- ჩვენ- საქართველოს მოქალაქეები, იურიდიული პირები და თვით სახელმწიფო - დავკარგავთ უფლებას საჩივრით მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს
- ევროსაბჭოდან გასვლის შემთხვევაში სახელმწიფოს (საქართველო) აღარ აქვს ვალდებულება აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
- ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკური იზოლაციაში, რადგან:
- ევროპის საბჭო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპული თანამშრომლობისთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.
- გასვლა განიხილება, როგორც დისტანცირება ევროპული ღირებულებებისგან, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმიის ოფიციალურ აღიარებას.
- ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ეს უკანასნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას.
-ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან:
- ევროპის საბჭოს წევრობა რეპუტაციულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.
-გამოსვლა კი შეაჩერებს ინვესტიციებს, რადგან ეს ჩაითვალება პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნად.
-საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან:
- ევროსაბჭოდან ჯერჯერობით მხოლოდ ბელორუსმა და რუსეთმა დატოვა", - წერს ფირცხალაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენაც მოუწოდებს. კენჭისყრაზე 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ წარდგენილი სამივე შესწორებაც უარყო.