რა შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს საქართველო კორონავირუსის რუკაზე წითელ ზონაში?
საქართველოს ნარინჯისფერი და წითელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ ექნება, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე დაფიქსირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ბევრი პრევენციული სამუშაო მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ნარინჯისფერ და წითელი ზონის ქვეყნების რიგში არ მოხვდეს.
”საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს. საქართველოსთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. ამდენად ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ ნიშნულამდე არც არასდროს არ მივალთ, რადგან ძალიან ბევრი პრევენციული საშუალება ტარდება იმისთვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ნიუპრესი