რა შემთხვევაში შეძლებენ ბაღის აღმზრდელის თანაშემწეები აღმზრდელად მუშაობას?
ბაღის აღმზრდელის თანაშემწეებს, ტრენინგის გავლის შემდეგ, აღმზრდელად შეეძლებათ იმუშაონ , - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა პარლამენტის შესაბამის კომიტეტში განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებულია 20 291 პირი საგანმანათლებლო მიმართულებით, მათ შორის, 9 262 აღმზრდელი და 7 520 აღმზრდელის თანაშემწე.
„აღმზრდელის თანაშემწეების შემთხვევაში, გეტყვით, რომ მათ, ვინც 4 წელიწადი და მეტი მუშაობდა შესაბამის დაწესებულებაში, საშუალება ჰქონდათ გაევლოთ გადამზადების 60 საათიანი ტრენინგ-პროგრამა და შედეგად, ისინი აღმზრდელებად დასაქმდებოდნენ, რასაც აკეთებდა მასწავლებლის სახლი. გარდა ამისა, შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტ უმაღლეს სასწავლებელს ჰქონოდა აღმზრდელ პედაგოგის საგანმანათლებლო პროგრამა“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
ავტორი: