|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შესაძლებლობებს სთავაზობს ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა?

 

ბოლო რამდენიმე წელია, პოპულარული გახდა საკუთარი ბიზნესის სახლიდან მართვა, შესაძლებელია დააორგანიზო ღონისძიებები და სრულად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. დაგვეთანხმებით, ერთია აკეთო საქმე კარგად გამოცდილი, ტრადიციული მეთოდებით, ხოლო მეორე ფეხი აუწყო მსოფლიო ტენდეციებსა და ინოვაციებს ბიზნესის სფეროში.  

რაც შეეხება ამ ინოვაციურ შესაძლებლობებს და მათი გამოყენების საშუალებებს, უკეთ გასაცნობად, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლას, სადაც  ქალბატონმა - ნათია გოლიაძემ ( ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი) გაგვიზაიარა ზოგადად პროგრამის და მთლიანობაში სკოლის შესაძლებობები თანამედროვე გამოწვევების  საპასუხოდ.

 

 

  • ქალბატონო ნათია, დასაწყისისთვის, ზოგადად რომ გაგვიზიაროთ საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სიახლეები. 

 

 

 

  • დიდი სიამოვნებით, დავიწყებ იმით, რომ ჩვენი სკოლა, ჯამში ცამეტ პროგრამას აერთიანებს, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო. თითოეული პროგრამის სასწავლო გეგმა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც გულისხმობს  როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. პრაქტიკული სწავლება ჩვენი მიმართულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნალოვანი საკითხია შემდეგში თავის დასამკვიდრებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვაძლევთ სტუდენტებს შესაძლებლობას ჰქონდეთ ყველა მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება. 

 

რაც შეეხება სიახლეებს, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის პროგრამებს დაემატა ადამიანური კაპიტალის მართვის და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა, ასევე ბიზნეს ანალიტიკის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ სკოლის პროგრამებს (ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, ეკონმიკა, ტურიზმი) მიღებული აქვს აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) სრული 6 წლიანი აკრედიტაცია. ეს ნაწილი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც დღეისათვის მნიშვნელოვანია სწავლის პროცესი სავსე იყოს საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებით მიღებული მოდულებით, რათა დამსაქმებლებისთვის საინტერესო იყოს თითოეული სტუდენტის პროფილი, რომელიც ვითარდება ჩვენთან სწავლების პერიოდში.

 

 

  • ქალბატონო ნათია, რას ნიშნავს პრაქტიკული მოდულებით სწავლების შესაძლებლობა? რას აკეთებს ამისთვის საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა? 

 

 

  • პრაქტიკული სწავლების ნაწილში, მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი დეტალია, ჩვენი სტუდენტების ჩარ-თულობა იყოს მაღალი  თითოეული პროექტში, რაც ვლინდება მათ მონაწილეობასა და კონტრიბუციაში. 

მაგალითად, თუკი სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებაზე, აგრეთვე მნიშვნელოვანია ისწავლოს საერ-თაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით. მითუმეტესს რომ ეს სფერო მრავლისმომცემლად ახლებური მეთოდების გათვალისწინებას მოითხოვს. ამასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს Startup Factory, რომლის სივრცეც ერთის მხრივ ემსახურება დაინტერესებულ პირებს საკუთარი იდეების გენე-რირებაში, ხოლო მეორეს მხრივ სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესში პრაქტიკულად სხვას ასწავლონ ბიზნესის ანბანი. 

ტურიზმის პროგრამაზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელია რომ სტუდენტმა პირველივე ნაბიჯიდან - საბოლოო შედეგამდე მიიღოს მონაწილეობა თუნდაც ტურის დაგეგმვის პროცესში, სადაც მნიშვნელოვან მენეჯერულ და ლიდერულ უნარებს ივითარებს. 

დასკვნის სახით, მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრაქტიკული მაგალითები არ ეხება ამ ორ პროგრამას და ბუნებრივია ყველა პროგრამას, რომელსაც ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა აერთიანებს, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით ჩაშენებული აქვს პრაქტიკული სწავლების მოდული, რომლის გარეშეც ფიზიკურად უნივერსიტეტს ვერ დაასრულებენ. 



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა