რა შეზღუდვები იხსნება, რა მკაცრდება და ვინ ვეღარ ისარგებლებს შეღავათებით?
რა შეზღუდვები იხსნება, რა მკაცრდება და რა გახდა შეზღუდვების შემსუბუქების მიზეზი, დეტალურ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთან, მთავრობა მოუწოდებს ობიექტებს, თვითნებურად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, დაწესებული ფინანსური დახმარებით ვერ ისარგებლებენ.
„ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება: ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი
1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ მარშუტკები.... ) (გარდა შაბათ-კვირისა)
2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა)
ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით, 1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება)
3. კვების ობიექტები გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ (გარდა შაბათ-კვირისა)
მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.
შეგახსენებთ, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები იმართებოდა. ხვალ კი, ბიზნესობიექტები მუშაობის თვითნებურად დაწყებას გეგმავენ.
ავტორი: ნიუპრესი