|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულში პირბადის ტარებისას?

ზაფხულში,  პირბადის ტარება, განსაკუთრებით სიცხეში, სირთულეებთან არის დაკავშირებული, მათ შორის შესაძლოა გამოიწვიოს კანის სხვადასხვა პრობლემა, როგორიცაა აკნე, გამონაყარი, სიწითლე. 

როგორ გავუმკავდეთ კანის პრობლემებს?

წითელი გამონაყარი:

თუ პირბადის ტარების შედეგად სახეზე წითელი გამონაყარი გაგიჩნდათ, ალერგიულ ფონში არ აგერიოთ - ძირითადად ეს კანთან ქსოვილის ხახუნის შედეგია.

ნუ გამოიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებსა და დასაბან გელებს. საკმარისი იქნება ცივი წყლით ჩამობანვა ან სველი საფენის გამოყენება, რათა ჩაცხრეს სიწითლე და დამშვიდდეს კანი. ხშირად გამოცვალეთ პირბადე. თუ მრავალჯეარდს იყენებთ, ხშირად გარეცხეთ და დარწმუნდით, რომ კარგად არის ჩამორეცხილი სარეცხი საშუალება.

აკნე:

აკნე კანთან ნიღბის ხახუნის ან ტენიანობის შედეგად შეიძლება განვითარდეს. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, პირბადის ტიპი შეცვალოთ, გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ნიღაბი, რომელიც სუნთქავს. წარმოქმნილ პრობელმებს კი აკნეს სამკურნალო კრემით შეგიძლიათ უმკურნალოთ. თუ უკვე სარგებლობთ აკნეს საწინაარმდეგო საშუალებებით, უმჯობესია, სპეციალისტის დანიშნლების შესაბამისად შეცვალოთ.

როზაცეა - კანის დაავადება, რომელიც გამოხატულია სიწითლით, შესიებითა და გამონაყარით

თუ კანის ქრონიკული დაავადება როზაცეა გაწუხებთ, ნიღბის ტარების შედეგად, ტენიანობისა და ტემპერატურის მომატებამ შეიძლება, დისკომფორტი შექნას. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ხელოვნური ქსოვილისგან დამზადებული პირბადე. ბამბის ქსოვილი ადვილად ატარებს ჰაერს და ხელს უშლის ტენიანობის წარმოქმნას ნიღბის ქვეშ. გარდა ამისა, შეეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელიც ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის მატებას: ცხელი სასმელები, ალკოჰოლი.

ტკივილი ან გამონაყარი ყურს უკან:

პირბადის მარყუჟებმა შესაძლოა, გააღიზიანოს ყურის უკანა ზონა. ამისგან თავის დასაცავად საუკეთესო გამოსავალი ყურის ე.წ. კლიფსებია, რომელიც პირბადის ორივე მარყუჟს თავის უკან ამაგრებს და აღარ აქვს შეხება კანთან.

თუ ამჩნევთ, რომ პირბადე კანს ხშირად გიღიზიანებს, გირჩევთ იმ ადგილებში, სადაც ნიღაბი მჭიდროდ ეხება კანს, ფერუმარილი (პუდრი) გამოიყენოთ, რომლიც შეამცირებს კანის გაღიზიანებას შეხების ადგილებში. თუ მშრალი კანი გაქვთ, რეკომენდებულია, ნიღბის მოხსნის შემდეგ დამატენაინებელი კრემი გამოიყენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება არც თუ ისე სასიამოვნოა, განსაკუთრებით, ზაფხულში, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს აუცილებელი პრევენციული საშუალებაა პანდემიის დროს.

 

ავტორი: ნიუპრესი