|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა წერს სახელმწიფო აუდიტი იმერეთის მუნიციპალიტეტების შესახებ?

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.  დასკვნაში  ერთ-ერთ თავად შესულია მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სამუშაოების შეფასება. დასკვნაში იმერეთის 2 მუნიციპალიტეტი მოხვდა.

დასკვნის თანახმად, "2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარემონტო საქმიანობის განხორციელებაზე, ორი ხელშეკრულების ფარგლებში დაიხარჯა 123, 6 ლარი. აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად ექსპერტის დადებითი შეფასებისა, სამუშაოები ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ და გამოსულია მწყობრიდან"-ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში ზესტაფონის კიდეც 2  ფაქტი მოხვდა, რომლებიც უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება: - "2015 წელს გზის კაპიტალური შეკეთბის სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 725 ათასი ლარის სამუშოები შესრულებულია უხარისხოდ და გზის საფარი დაზიანებულია, იმის მიუხედავად, რომ ყველა ობიექტს გააჩნია საგარანტიო ვადა მუუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლისთვის პრობლემის მოგვარებისათვის"- აღნიშნულია დასკვნაში.

და მეორე- "2014 წელს მიმწოდებლის მიერ ვერ მოხდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით შესრულება, თუმცა მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება და შესაბამისად, დაკარგა 46.5 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა- აღნიშნავენ აუდიტორები.


შემდეგი მუნიციპლიტეტი იმერეთიდან, რომელიც აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა, ხარაგაულია.  მას დაუსაბუთებელ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავებიან. -"2013-2014 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან რესტორნის მომსახურებაზე, დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარი" , -ნათქვამია დასკვნაში.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა