"რაც მეტი ახალგაზრდა ნახავს და გაიაზრებს ამ ჭაობს, მით უკეთესი!"
მიშა მესხის მდგომარეობის ამხახველი კადრების გავრცელებას საზოგადოება არაერთგვაროვან შეფასებას აძლევს. სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აღნიშნავდა, რომ მსახიობის უფლებები დაირღვა, როდესაც მისი სახე დაბლარვის გარეშე აჩვეენეს.
გავრცელებული კადრების შესახებ საზოგადოებას მიმართავს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია: "დაცინვა კიარა, იზოლაცია და იძულებითი მკურნალობაა მაგის საჭირო! ეგეთებმა უკვე დაასაფლავეს აქ ერთხელ ნებსით, თუ უნებლიედ თაობა თავიანთი ბლატნოი-მორფინისტული რამანწიკით! გააზიარეთ, დაცინეთ, რაც მეტი ახალგაზრდა ნახავს და გაიაზრებს ამ ჭაობს, მით უკეთესი!
არც მორალისტობას ვაპირებ კიდევ... უარესებიც გამომიცდია და თავადაც ვყოფილვარ ამ წუმპეში. არც მიტყდება ამის აღიარება, რადგან უკვე თავისუფალი ვარ. სწორედ ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ! უბრალოდ, შეიძლება ყველა, მომავალი თაობა ვერ ამოვიდეს აქედან ისე სასწაულით, როგორც ოდესღაც მე გამიმართლა..."-წერს გამსახურდია.
ავტორი: ნიუპრესი