რამდენად საშიშია ხერხემლის თიაქარი?
ხერხემლის თიაქრის წარმოქმნა ხერხემლის ნებისმიერ უბანშია მოსალოდნელი, თუმცა ყველაზე ხშირად ის წელის მიდამოში ვლინდება. ეს დაავადება გულისხმობს დისკის ფიბროზული რგოლის მთლიანობის დარღვევას და არსებულ დეფექტში პულპოზური ნაწილის გამოვარდნას. ამ დაავადებამ ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს. ხერხემლის თიაქრის სიმპტომებია:
- ხერხემლის ტკივილი - ის ხშირად დაავადების პირველი ნიშანია. თუ თიაქარი წელის მალების მიდამოშია, ტკივილი შეიგრძნობა მენჯისა და წვივის არეშიც. ტკივილს იწვევს მოძრაობა, დახრა, ადამიანს უჭირს სიარული, დიდხანს დგომა, წოლა. ტკივილი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს;
- კუნთების სისუსტე - იწვევს წონასწორობის დარღვევას, კიდურების მოძრაობის შეზღუდვასა და საგნების ხელში დაჭერის გაძნელებას;
- დაბუჟება - ბუჟდება გარკვეული უბანი. წელის თიაქრის დროს ეს შეიძლება იყოს ფეხი, ზოგჯერ კი მხოლოდ ტერფი.
ხერხემლის თიაქარი შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან ენდოკრინოლოგიურმა პრობლემებმა, სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმებმა და ინფექციებმა გამოიწვიოს. ამავდროულად მისი წარმომქმნელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფიზიკური დატვირთვა ან მშობიარობა. ამ დაავადების რისკ-ფაქტორებს შორისაა:
- ჭარბი წონა;
- ცხოვრების მჯდომარე წესი;
- თამბაქოს მოხმარება - ამ დროს მალთაშუა დისკს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება;
- ფიზიკური დატვირთვა - მძიმე საგნების აწევა.
ხერხემლის თიაქრის მკურნალობისა და პოსტოპერაციულ პერიოდში რეკომენდებულია სპეციალური ორთოპედიული ფიქსატორების, ქამრებისა და კორსეტების გამოყენება. ამ პროდუქციას აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები, რომლებიც უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის ან დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას, ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს. ამ პროდუქციის ფართო ასორტიმენტია კომპანია “ახალი ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ხერხემლის ქამრებსა და წელის კორსეტებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.
ავტორი: