|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ღამე მუზეუმში" - მოგზაურობა წარსულში (VIDEO)

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში თეატრალიზირებული წარმოდგენა მოეწყო.  წარმოდგენილი იყო ისტორიული კადრები, თუ როგორ იღებდა დიმიტრი ნაზარიშვილი საკუთარ კაბინეტში მეგობრებს და მსჯელობდნენ იმდროინდელ საჭირბოროტო საკითხებზე, სადაც  მიწვეული იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე, ცისფერყანწელები, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვა ცნობილი პოეტები.

ღონისძიებაში მოსწავლეები იმერეთის ცხრა სკოლიდან იღებდნენ მონაწილეობას.

„ღამე მუზეუმში“ გაცოცხლებულ ისტორიულ კადრებზე დოკუმენტურ ფილმს ივლისში გადაიღებენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი