"ღამე მუზეუმში" -19 მაისს ქუთაისის მუზეუმებში ღონისძიებები გაიმართება
19 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში აქცია "ღამე მუზეუმში" გამოფენებითა და მუსიკალური წარმოდგენებით გაიმართება. 21:00-დან 01:00 საათამდე შესაძლებელი იქნება დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება. ამავე დროს გაიმართება მხატვრულ-ლიტერ
23:00-დაიწყება გამოფენა „ქუთაისის სალონური ცხოვრება’’. 00:00-საათზე კი ქალაქური სიმღერებეს შეასრულებენ გიორგი მეფისაშვილი, გიგა მიქაძე, ნინო მიქაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე.
მუზეუმების აქციას მერიის ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ .
სხვა მუზეუმებიც უერთდება.
18:00 სთ დ. კაკაბაძის სახ.სახვითი ხელოვნების გალერეაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ზ. ფალიაშვილის სახ. მემორიალური მუზეუმი სტუმრებს 20:00 სთ. – 01:00 სთ-მდე მიიღებს.
დ.მხეიძის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმში გაიმართება მიძღვნილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა . მსურველებისათვის კარი ღია იქნება კულტურის ააიპში შემავალ სხვა მუზეუმებში- საბრძოლო დიდების და სპორტის მუშეუმში, მსურველებს უმასპინძლებს ასევე რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცის მამა“.
მუზეუმების კარი ღია 01. 00 საათამდე იქნება.
აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
ავტორი: ნიუპრესი