|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას აცხადებს ავტობუსის გატაცებაში ეჭვმიტანილი? -საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე,  საღამოს მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდა, მას შემდეგ, რაც მძღოლი თამბაქოს მოსაწევად გაჩერებაზე ჩავიდა, ნასვამი პირი დაჯდა მძღოლის ადგილზს და ავტობუსი დაძრა.

ავტობუსში ოცამდე მგზავრი იყო, მას წინააღმდეგობა სწორედ მგზავრებმა გაუწიეს. ავტობუსი საპატრულო პოლიციის დახმარებით მალე გააჩერეს და ორი პირი ადგილზევე დააკავეს. ადვოკატი თქმით, ბრალი ჯერ არ წარდგენიათ. როგორც არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს, რა მოხდა და რატომ წაიყვანა ავტობუსი.

"ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი. არ გადმოგვცემია მოცემილ საქმეზე მასალები. ამ ეტაპისთვის დეტალებზე პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, თუმცა სრული პასუხისმგებლობოთ ვაცხადებ, აღნიშნული ქმედება გამოწვეული იყო ძლიერი ალკოჰოლური თრობის გამო, ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს. სინამშვილეში, მას მიტაცების მცდელობა არ ქონია, თქვენც ხვდებით, რომ საზოგადოებროვ ტრანსპოეტს ოც მგზავრთან ერთად მისაკუთრების თვალსაზრისით არავინ დაძრავს. საქმე გვაქვს მოცემულობასთან, როცა ვერ აცნობიერებს, რა ხდება. ჩემი ინფორმაციით, მგზავრებში პანიკას ადგილი არ ქონია, მძღოლი სიგარეტის მოსაწევად იყო ჩასული. დაკავებულის შეჩერება მოხდა ძალიან მალე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ ხსნის რა მოხდა, შეუძლოდ არც არავინ გამხდარა, როგორც ვიცით, მგზავრების ნაწილი ამ ფაქტს იუმორით უყურებს", - განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ საქმეზე ორი პირია დაკავებული, მათ ბრალს დღეს წაუყენებენ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა