რას პირდება ქუთაისის მერობის "ლეიბორისტი" კანდიდატი ამომრჩეველს?- ირაკლი კიკვაძემ საარჩევნო კამპანია გახსნა
“ლეიბორისტული” პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა.
მერობის კანდიდატი ქუთაისში მცხოვრებლებს მნიშვნელოვან სოციალურ, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ რეფორმებს ჰპირდება.
“ჩემი საარჩევნო პროგრამა 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: 1. ახალგარდობის ხელშეწყობა- სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ფართო სოციალურ შეღავათს, მათ დაუწესდებათ 50%-იანი შეაღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მათ ასევე ექნებათ გაორმაგებული საგანმანათლებლო პროგრამები ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტში. 2. საბიუჯეტო პოლიტიკის ცვლილება- ბიუჯეტში პრიორიტეტული და ნაკლებ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება და სოციალური პროგრამების გამრავალფეროვნება. 3. დასაქმების ხელშეწყობის სტრატეტგიის შემუშავება- უმუშევრობა ქალაქის წინაშე მდგარი ერთ-ერთი გმოწვევაა. მის აღმოფრხვრაში თვითმმართველობის წილი დღეის მდგომარეობით არის ნული. მიმაჩნია რომ თვითმმართველობა უნდა გაიღოს მისი წილი რესურსი, მათ შორის ფინანასური კუთხით, რათა შემცირდეს უმუშევრობის დონე,’’ – ამბობს ირაკლი კიკვაძე.
. ირაკლი კიკვაძე,, ლეიბორისტული პარტიის'' წევრია. განათლებით ის სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტია. 2015-დან 2018 წლამდე ადგილობრივ თვითმმართველობაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.
ირაკლი კიკვაძე მერობის კანდიდატად 2014 წელსაც წარადგინეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან კენჭი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად იყარა.
ავტორი: ნიუპრესი