|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას უკავშირდება ქუთაისის მერიაში საშტატო ცვლილებები?

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებები შედის - საკითხს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები 14 მაისს განიხილავენ.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულებით აყვანილ მოხელეთა რაოდენობა იზრდება, რაც მომავალი არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ემსახურება.

"იზრდება ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა, ეს ეხება მუნიციპალიტეტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეები და თანამშრომლები, რომელთა  შორის ბევრი პროფესიონალია და თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, გადაყავთ ხელშეკრულების რეჟიმზე,  რითაც ეუბნებიან, რომ დავალებას თუ არ შეასრულებ, თუ არ გააყალბებ არჩევნებს, შეგვიძლია ხვალვე გაგიშვათ სამსახურიდან" - აცხადებს გიგა შუშანია.  

ოპოზიციის ბრალდებას უარყოფბენ ადგილობრივ თვითმართველობაში.   მერის იურიდიული განუოფილების უფროსის  ირაკლი გიორგაძის განცხადებით,  რიგგარეშე სხდომის მოწვევა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის სრულყოფას მოყვანაა უკავშირდება, რის შედეგადაც, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული პირების შტატები ხელშეკრულებით დასაქმებულთა შტატებად გარდაიქმება, შედეგად კი ქუთაისის მერიაში არც სახელფასო ფონდი და არც საშტატო ერთეული არ გაიზრდება.

 "ქუთაისის მერიაში შტატები არ იზრდება, პირიქით, პროფესიული საჯარო მოხელის შტატი მცირდება 89 ერთეულით, მის ნაცვლად იქნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან გამომდინარე ხდება. ამასთან,  რამდენიმე თანამდებობის პირის სახელფასო ფონდი მცირდება,"- აცხადებს ირაკლი გიორგაძე.

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე-13 სხდომა ხვალ,  14 საათზე ადმინისტრაციული შენობის  დარბაზში გაიმართება. დეპუტატები 8 საკითხს განიხილავენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა