რას უნდა ველოდოთ 2021 - მეტალის ხარის წლისაგან? - აღმოსავლური ჰოროსკოპი
ჩინური კალენდარის მიხედვით, ვირთხას მეტალის ხარი ცვლის. ხარი სიმტკიცის, გამძლეობისა და შეუპოვრობის ნიშანია.
2021 წელი მიჩნეულია თეთრი ხარის წლად. თავშეკავებულ ხარს არ უყვარს ფუჭი ლაყბობა და აფასებს შრომისმოყვარეობას. ხარი წელს მხოლოდ იმ ნიშნებს დაეხმარება, რომლებსაც გამოცდილი და სწორი გზები უყვართ. ეს არის მოთმინების, თავშეკავების და შრომის წელი. ყველაფერს, რასაც გააკეთებ ხარის წელში, დაგიბრუნდება ორმაგად. ხარს უყვარს გულწრფელობა და პასუხისმგებლიანობა.
ხარს არ სჯერა სწრაფი გამდიდრების. ის წარმატებას აღწევს მხოლოდ მძიმე შრომის ფასად. ასე რომ ,იოლი გზები არ ჩანს. ხარის მშვიდი და თავდაჯერებული ნიშანია, ამ წლისაგან ძლიერი დარტყმები ნაკლებად მოსალოდნელია.
თუ გსურთ, რომ ხარის წელმა წარმატება მოგიტანოთ, ნუ დაელოდებით გარშემომყოფების დახმარებას. გამოავლინეთ დამოუკიდებლობა – ეს არ ეხება მარტო კარიერას, პირად ცხოვრებაშიც თავად, დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ეცადეთ, ნაკლებად მოექცეთ გარშემომყოფების გავლენის ქვეშ.
თუ ამ წელს ვინმე მოგეწონებათ, ეს თამამად თქვით, ხარის წელში თავის მოჩვენება და სასიყვარულო თამაშები ნეგატიურ შედეგს გამოიღებს.
როგორ შევხვდეთ 2021 წელს?
ხარი კონსერვატორი ცხოველია და კარგი იქნება ხარის წელს ოჯახურ ატმოსფეროში თუ შევხვდებით. სუფრა უმჯობესია იყოს უბრალო, მაგრამ უხვი. არ არის აუცილებელი დელიკატესები, კარგია ხორცი, კარტოფილი, სალათები, ბლომად ხილი და ბოსტნეული. არ დაგავიწყდეთ ღვეზელები. მისაღებია ალკოჰოლიც - ღვინო, ლიქიორი და მსუბუქი კოქტეილები.
შეხვდით ახალ წელს უახლოეს ადამიანებთან ერთად, მოეშვით წუწუნსა და ფორიაქს.
ხარს უყვარს სითბო და კომფორტი. რადგანაც 2021 მეტალის ხარის წელია, ტანსაცმელიც შესაბამის ფერებში აირჩიეთ, ნაკლებად მკვეთრი ფერების, თბილი და კომფორტული. აქსესუარებიც ასევე შეარჩიეთ, ბუნებრივი და ნაკლებბრჭყვიალა, კატეგორიულიად უარი თქვით წითელ ფერზე.
როგორი იქნება ხარის წელი ზოდიაქოს ნიშნებისათვის?
ვერძი
ასტროლოგები ამბობენ, რომ ხარის წელიწადი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ მხოლოდ იმიტომ მეორდება, რომ ვერძს მოთმინება ასწავლოს, მაგრამ ვერძებს ტყუილად კი არ გაქვთ ყველაზე ჯიუტი ნიშნის იარლიყი „მოწებებული“. აქედან გამომდინარე, თქვენ ბოლო ძალამდე შეეწინააღმდეგებით ხარს, მაგრამ გარკვეულ მომენტში, როცა ცოტა დამშვიდდებით, დაინახავთ, რომ ის, რასაც ადრე დაჟინებული ბრძოლით აღწევდით, ახლა თავისით ჩაგივარდათ ხელში.
უბრალოდ, ხარს მომთმენი და შრომისმოყვარე ადამიანები უყვარს და თუ შეძლებთ საკუთარი იმპულსურობის გადალახვას, 2021 წლის ბოლოს აუცილებლად იტყვით: „ეს შესანიშნავი წელი იყო“.
კურო
კუროებისთვის 2021 წელი საუკეთესო იქნება. თქვენი საზრიანობა და გამჭრიახობა წლის სიმბოლოს მხრიდან ყველანაირად იქნება მხარდაჭერილი, რაც კარგ სულიერ და მატერიალურ დივიდენდებს მოგიტანთ.
გარდა ამისა, ამ წელს კუროებს გელოდებათ ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და შესაძლოა, ძირფესვიანადაც კი. ამისთვის ირგვლივ მყოფებისთვის მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოთ.
ტყუპები
ბუნებრივი მომხიბვლელობა და კომუნაკიციის უნარები 2021 წელს ტყუპებს ნაკლებად დაეხმარებათ. მათ საკუთარი მიზნების მისაღწევადა და თანხის გამომუშავებისთვის ბევრი შრომა დასჭირდებათ. სამაგიეროდ, პირად სფეროში ყველაფერი წესრიგში იქნება – სულიერი სიმშვიდე ბედნიერებას მოუტანთ და ყველა სხვა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ.
კირჩხიბი
2021 წელი კირჩხიბებს დიდ ცვლილებებს უმზადებს. კირჩხიბი რისი კირჩხიბია, თუ მუდმივად ყველაფერზე არ იღელვებს და ინერვიულებს. 2021 წელი კი დაეხმარებათ, რომ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ ირგვლივ წვრილმანებს და ყურადღება მხოლოდ ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ. წარმოიდგინეთ, რაოდენი წამებაა ეს იმპულსური კირჩხიბისთვის?
გარდა ამისა, მოსალოდნელია იმედგაცრუება სიყვარულში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, რომ თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს ის, ნამდვილად თქვენი. ასე რომ, არ ინერვიულოთ, მიჰყევით ცხოვრებას – სამყარო თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს.
ლომი
ხარს ავანტიურული მოქმედებები არ უყვარს, მაგრამ ის ზოდიაქოს მხოლოდ ერთ ნიშანს – ლომს არ დასჯის ამისთვის, ანუ არ შეგიქმნით დაბრკოლებებს, როდესაც გარკვეულ სიტუაციაში ვა–ბანკზე წასვლას გადაწყვეტთ. საქმე ისაა, რომ 2021 წელს თქვენი ბიზესთან დაკავშირებული საქმეები „ბუქსაობას“ დაიწყებს და ახალ დონეზე გასვლაში მხოლოდ სითამამე, გაბედულება, შემტევი ხასიათი და უდიდესი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
ზოგადად კი ლომებს დიდი გზა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ შეეგუოთ – ცხოვრება მუდმივი დღესასწაული არ არის, არამედ ასევე „ნაცრიდფერი დღეების“ მონაცვლეობაც.
ქალწული
ქალწულებმა ბევრი რამ მოასწარით გასულ ასტროლოგიურ ციკლში და რა თქმა უნდა, 2020 წელსაც, ასე რომ, ხარის წელიწადი თქვენთვის გასულის გაანალიზებისა და ახალი ცოდნის მიღების დრო იქნება. ჰოროსკოპი ძლიერ რყევებს, ან კაშკაშა მოვლენებს არ გპირდებათ.
გამონაკლისი იქნებით შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ქალწულები, რომელთათვის ხარის წელი აღიარებისა და ცინცხალი იდეების გაჩენის დრო შეიძლება გახდეს. ან, იქნებ, სწორედ ამ წელს მოინდომოთ შვილის ყოლა და მთელი ენერგიის მის გაზრდა–აღზრდაში ჩადება? ვარსკვლავები ამას ხელს შეუწყობენ.
სასწორი
ხარის წელიწადს სასწორებმა შრომისა და ტკბობის შერწყმა უნდა ისწავლოთ, ანუ ერთდროულად სიამოვნებითა და კმაყოფილებით დააკვირდეთ ცხოვრებას და ამავე დროს, საჭირო მომენტში სამუშაო „გმირობისთვის“ რესურსები იპოვოთ.
2021 წელს ერთი–ორჯერ დადგება მომენტი, როდესაც საჭირო გახდება თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა. და თუ ამას გააკეთებთ, შრომისა და ტკბობის შერწყმით მიღებული დივიდენდების ეფექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. და კიდევ – დიდი წარმატებები გელოდებათ სიყვარულში.
მორიელი
ხარის ენერგია, რომელიც მორიელების ფაქიზ ინტუიციას მოერგება, ძალიან კარგ შედეგს მოიტანს როგორც ფინანსურ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში, რომელიც 2020 წელს გარკვეულწილად შერყეული იყო.
ასევე ეს წელიწადი, თქვენთვის მოულოდნელად, მრავალი მოგზაურობის დრო გახდება, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სამუშაოსთან, ისე დასვენებასთსან. ეს კარგად დამუხტავს თქვენს შინაგან ენერგიასა და წლის ბოლოს იოლად გაუმკლავდებით ზამთრის გამო, დამდგარ „პირქუშ“ განწყობას.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები 2021 წელს მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბედნიერების საფუძველი – ეს ოჯახია და თუ მანამდე ეს თქვენთვის სამუშაოსა და უამრავი საქმის მერე მეორე პლანზე იდგა, ახლა ოჯახს ბევრ დროს დაუთმობთ, იზრუნებთ ოჯახური სითბოს შენარჩუნებაზე, პარტნიორთან ურთიერთობებზე და არ დაგენანებათ დახარჯული დრო ბავშვების აღზრდაზე.
ამასთან, შესანიშნავად წავა თქვენი საქმეები, რადგან საქმიანი პროცესებიდან ზედმეტი ქაოსი და ორომტრიალი აღარ იქნება. შეძლებთ ჯერ დღის წესრიგის, შემდეგ კი ცხოვრების აწყობას ისე, რომ ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ. ერთადერთი, რაშიც ფრთხილად უნდა იყოთ, ეს საქმიანი პარტნიორების მიმართ უსაზღვრო ნდობაა.
თხის რქა
2021 წელი თხის რქებმა სახლის ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდით უნდა დაიწყოთ. ამის გაკეთება შეიძლება საფუძვლიანი დასუფთავებით, მაგრამ აჯობებს, თუ ამასთან ერთად, გადაყრით ძველ და უსარგებლო ნივთებს. მთლიანობაში, ძალზე ხელსაყრელი წელი გელოდებათ, განსაკუთრებით, თუ წარსულს არ ჩაეჭიდებით და ჯანმრთელობაზე იზრუნებთ.
არ ღირს წარსული შეცდომების გამო თავის დასჯა, ამ შეცდომების გაანალიზება. გარშემომყოფების კრიტიკას ოპტიმიზმით შეხედეთ, ან სულაც, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს ნერვებს სრულად გამოფიტავს. წლის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
მერწყული
მერწყულებს წლის დასაწყისში ყველაფრის შეცვლის სურვილი გაუჩნდებათ: ყოფაში, პირად ცხოვრებაში, შესაძლოა, პროფესიის შეცვლაც კი მოინდომოთ. და მაინც, მიუხედავად მტკიცე გადაწყვეტილებისა, სჯობს, გაზაფხულის ბოლომდე თავი შეიკავოთ ცვლილებებისგან.
ჯერ ერთი, წლის მფარველ ხარს აჩქარება არ უყვარს, მეორეც – მაისში პლანეტები და ვარსკვლავები საუკეთესო პოზიციაში განლაგდებიან და მიზნების მისაღწევად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.
თევზები
მიუხედავად იმისა, რომ თევზებისთვის 2020 წელი არცთუ მარტივი იყო, ბევრი დადებითიც მოიტანა: შეიძინეთ სიბრძნე, მიიღეთ გამოცდილება, შესაძლოა, გარკვეული თანხის დაგროვებაც შეძელით. და თუ ამის შენარჩუნებას 2021 წელსაც მოახერხებთ, ეს ძალიან კარგი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს შეძენილი გარკვეული სიმშვიდე დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს ხარისგან. 2021–ში გელოდებათ მოგზაურობები, ახალი ნაცნობობა და უბრალოდ, ბედნიერების მომენტები, რომლებით თქვენ გულში სამუდამოდ დაიკავებს ადგილს.
ავტორი: ნიუპრესი