|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია და გადააგდო - მეუფე იოანე რატი წვერავას შესახებ

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 5 ივლისს ნაცემ ჟურნალისტ რატი წვერავას ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სასულიერო პირებისგან დახმარებას არ იმსახურებს.


“საიცარია. ეუბნები იმას, რომ აქ ნუ მოხვალ, აი, ეს ზონა შენთვის არ არის. არა, მე აქ მინდა მოვიდე. გაჰყავთ, რატომ გაგყავთო. ააა, ხელით შემეხე, ხომ? და წიხლებს იყრევინება. კიდევ უარეს აგრესიას იწვევს. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია? გამოგაგდეს, წადი აქედან. ეს საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან. შემოიხია, გადააგდო, გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი.

იძახის, აიო, მღვდელმა მე არ მიშველაო, არ დამეხმარაო… რაში დაგეხმარო, ტოო? და შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი? თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოების ქცევისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემისგან? ვისგან, შეურაცხყოფილი პატივისცემისგან ითხოვ პატივისცემას? რას, თავხედობის, კადნიერების, უტიფრობის, ძალადობის? დაუშვებელია!" — ამბობს იოანე გამრეკელი.

"ფორმულას" ჟურნალისტ რატი წვერავას საპატრიარქოს ორგანიზებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციაზე მუშაობის დროს ჯგუფურად დაესხნენ თავს, შემოახიეს ტანსაცმელი და მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, რომლის გადაღებაც ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორმა მხოლოდ რამდენიმე წამით მოახერხა.

რატი წვერავას თქმით, მეუფე იმდენად გულწრფელად ლაპარაკობს, თავად რომ არ იყოს ის ადამინი, ვისზედაც ლაპარაკობს, ალბათ დავიჯერებდიო.

ავტორი: ნიუპრესი