რატომ დაერიცხა აბონენტებს იანვარში ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური? - ენერგოომბუდსმენი
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი განმარტავს, თუ რატომ დაერიცხა აბონენტების ნაწილს იანვრის თვეში ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური.
როგორც ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუნებრივი აირის საფასური გაზრდილი არ არის და კომპანიებს დაგვიანებით ჰქონდათ აღებული ჩვენებები.
„იანვრის თვეში, ჩვენს სამსახურში, ასევე კომისიაში ძალიან გახშირდა მომართვები იმასთან დაკავშირებით რომ იანვრის თვის გადასახადი, რომელიც მიიღეს ქვითრის სახით, მასზე ასახული დავალიანება ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე რეალურად ისინი მოიხმარენ, ის აღემატებოდა წინა თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს.
ჩვენ მივიღეთ განცხადებები და საჩივრები. ინდივიდუალურად დავიწყეთ საჩივრების შესწავლა, ნაწილის დავასრულეთ, ნაწილი მიმდინარეა. მინდა განვმარტო, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ არის გაზრდილი, შესაბამისად, მომავალ თვეშიც დარწმუნდებიან, რომ ძველი ტარიფია. ისმის კითხვა, თუ რამ გამოიწვია 20-30%-ით საფასურის გაზრდა. შევისწავლეთ შემოსული განცხადებები. ყველა შემთხვევაში, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, ყველგან აღმოვაჩინეთ, რომ „სოკარ ჯორჯიას“, „საქორგგაზს“, და „თბილისი ენერჯისაც“ დაგვიანებით ჰქონდათ აღებული ჩვენებები მომხმარებელთან. ზოგადად, ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს ვიხდით 30 დღის მოხმარების მიხედვით. თუ კომპანია 30 დღის შემდეგ აიღებს ჩვენებებს, იქნება ეს 2-3-7 დღის შემდეგ აღებული ჩვენება, ნიშნავს რომ 30 დღეს რამდენიმე დღე ემატება, რაც იწვევს გადასახადის მომატებას“,- აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
ავტორი: