|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ იცვლება ვალუტის კურსი და რაზეა ის დამოკიდებული?

საქართველოში ფულის მიმოქცევის უდიდესი ნაწილი ევროსა და აშშ დოლარზე მოდის. აქედან გამომდინარე, აშშ დოლარის და ევროს კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მუდმივი ინტერესის საგანია, რადგან ის გავლენას ახდენს:

  • მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობაზე;
  • პროდუქტის და მომსახურების ფასებზე;
  • ბიზნესზე;
  • იმპორტ-ექსპორტზე;
  • ადამიანების შემოსავლებზე და ყოველდღიურობაზე;

წინა წლის მონაცემებით, მსოფლიოში აშშ დოლარის კურსი გამყარებული იყო. თუმცა, 2023 წლისთვის სპეციალისტები განსხვავებულ ტენდენციებს ვარაუდობენ. 2023 წლის დასაწყისში აშშ დოლართან მიმართებით ლარი გამყარდა. ხანმოკლე პერიოდში აღნიშნული ცვლილებები უკრაინის საომარ მოქმედებებს და ჩვენს ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ვალუტას უკავშირდება, ასევე, იმ გადახდებს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა ახორციელებს. 

რაც შეეხება ევროს, მისი მნიშვნელობაც განსაკუთრებულია ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2022 წელს ევროს გაუფასურება საზღვარგარეთ მომუშავე ადამიანების შემოსავალზე უარყოფითად აისახა. აღნიშნულის მიზეზიც საომარი მოქმედებებია. 2022 წლის ბოლოს ევროს გამყარების ტენდენცია შეინიშნებოდა. ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში ასევე მკვეთრად შეიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ ევროს გამყარება უკავშირდება გაზზე დამოკიდებულებასაც. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შემდგომ, ევროპა გათხევადებულ გაზს ყიდულობს, რაც უფრო ძვირი ჯდება. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული ევროპა გაზზე ზაფხულის პერიოდში, მით უფრო მყარდება ევრო. 

2023 წლისთვის ევროს კურსს სპეციალისტები პოზიტიურად აფასებენ, რადგან ევროპამ რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირა და სპეციალური ნავთობის საცავები ააშენა. აქედან გამომდინარე, შემდგომში ევროს გაცვლით კურსზე ნაკლები გავლენა ექნება ბუნებრივი რესურსების შესყიდვას. 

სად შეიძლება გადავცვალოთ ვალუტა ონლაინ?

ჩვენს ქვეყანაში მცურავი ვალუტის კურსი საბაზრო პრინციპით იცვლება. მასზე მთავრობა და ეროვნული ბანკი მინიმალურ გავლენას ახდენენ. ვალუტის მომგებიანი კონვერტირება აუცილებელია მათთვის, ვინც აქტიურად იღებს ფულად გზავნილებს ან ხშირად უწევს თანხის გადაცვლა. ყოველი ტრანზაქციისთვის საფინანსო ორგანიზაციებში ვიზიტი არც ისე მოსახერებელია, ამიტომ ემბისიმ დისტანციური მომსახურების სისტემა დანერგა, სადაც ონლაინ კონვერტაციისთვის, აუცილებელია:

  • სპეციალურ ვებგვერდზე დაარეგისტრიროთ პირადი ონლაინ კაბინეტი;
  • საჭიროებისას, ონლაინ კაბინეტიდან გაუგზავნოთ კომპანიას კონვერტაციის განაცხადი;
  • განაცხადის დადასურების შემდეგ გადარიცხოთ თანხა ემბისის საბანკო ანგარიშზე;
  • დაელოდოთ დაკონვერტირებულ ვალუტას თქვენს მიერ განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე;

მარტივია როგორც რეგისტრაციის პროცესი, ასევე, კონვერტაციის განაცხადის გაგზავნა. განაცხადში აუცილებელია მიუთითოთ ვალუტა, რომელსაც ყიდულობთ და ყიდით, დასაკონვერტირებელი თანხის მოცულობა და თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი. 

ვალუტის გადაცვლა ონლაინ შეუძლიათ:

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს:
  • მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე პირებს;
  • იურიდიულ პირებს, რომლებსაც წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის მოწმობის მქონე პირი;

 

კომპანიის მომსახურების ცენტრებში ვიზიტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით შეგიძლიათ. ემბისის გუნდი ნებისმიერ დროს გაგიწევთ ონლაინ კონსულტაციას, რაც ნებისმიერი ტრანზაქციის მომგებიანად განხორციელებაში დაგეხმარებათ. 

 

ავტორი: ნიუპრესი