რატომ მიიჩნევენ 21 მაისს სიყვარულის დღედ?
21 მაისს სიყვარულის დღედ მიიჩნევენ, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.
ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები. სიტყვები, რომელზეც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები, რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფალის შესახებ - ,,ღმერთი სიყვარული არს!"
ამ სიტყვებმა დაბადეს ახალი ადამიანი, ამ სიტყვებმა შეცვალა მთელი კაცობრიობა, ითქვა აქამდე არ ნახული, არ გაგონილი სიტყვები, რომელიც აღწევს ყველა ადამიანის გულში.
იოანე იყო უფლის ერთგული მოწაფე, რომელსაც ხშირად პატარა ბავშვივით, უფლის მკერდზე მიყრდნობილი, საყვარელი მოძღვრისგან სითბოსა და სიყვარულს იღებდა.
როდესაც უფალმა მოწაფეებს უთხრა, მივდივარ იერუსალიმში, სადაც ტანჯვა და წამება მელოდება, იოანე ბავშვური გულწრფელობით დანაღვლიანებული შეეხვეწა, რომ არ წასულიყო იქ.
წმინდა იოანე არის აგრეთვე ერთგულების, სიმამაცის მოციქული.
ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდა.
უფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა - ჩაბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ - სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.
მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.
სიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამოდენიმე დღის შემდეგ როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად, ხორცით აღვიდა ზეცაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა