|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ვერ უზრუნველყო შსს-მ 5 ივლისს კანონის დაცვა? - გომელაურს დღეს პარლამენტში მოუსმენენ


რატომ ვერ უზრუნველყო პოლიციამ 5 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების დაცვა, ეს იქნება მთავარი კითხვა, რომელსაც  დღეს შს მინისტრს პარლამენტში  დაუსვამენ.

მინისტრის მოსმენა პარლამენტში იგეგმება, სადაც რიგგარეშე სესიაზე 12 საათზე დაიწყება.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. პარლამენტის ყველა შესასვლელს ცოცხალი კორდონი აკონტროლებს. საპოლიციო ძალები მობილიზებულია ასევე პარლამენტის ეზოში და სახელმწიფო დაცვის სამსახურის პერიმეტრზე და მთვარობის ადმინისტრაციასთან.

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე მოუწევს. 

ავტორი: ნიუპრესი